ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში კოლუმბიას 1:0 მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად მოიპოვა. ამაში ეჭვი აქამდეც არავის ეპარებოდა, მაგრამ ფორმალობა ფორმალობაა… გერმანია, დანია, ბრაზილია – ჯერჯერობით ეს სამი ნაკრებია ოფიციალურად ყატარში. თავისთავად, ყატარიც.
ბრაზილიამ ლუკას პაკეტას გოლით მოიგო. ლიონის ნახევარმცველი მშვენიერ ფორმაშია. პასი კი ნეიმარმა გაუკეთა…