ოფიციალურად: შოთა და ჰალი დასრულდა

ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბმა ჰალმა შოთა არველაძე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა (hulldailymail).

ასევე ამწუთას დაადასტურა კლუბის ოფიციალურმა საიტმაც. დირექტორმა აკუნ ილიჯალიმ თქვა: „სანაკრებო პაუზის დროს რამდენჯერმე შევხვდით შოთას, ვისაუბრეთ გეგმებზე, მიმართულებაზე და აღმოჩნდა, რომ ჩვენი შეხედულებები არ ემთხვეოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ერთმანეთს დავშორებოდით. შოთას და მის ასისტენტ პიტერ ვან დერ ვინს წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ კარიერაში“.

შოთას ჰალმა კარგად დაიწყო სეზონი, მაგრამ შემდეგ ძალიან მოუკლო და ზედიზედ წააგო თამაშები. ზედიზედ 4.

ჰალი 30 სექტემბერს ლუთონს ხვდება და გაირკვა, რომ ასეთ დროს, თამაშის წინ გადაწყდა ქართველი მწვრთნელის გათავისუფლება. ბოლო თამაში 17 სექტემბერს ჰქონდათ და მას შემდეგ 13 დღე გავიდა…

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *