ოქრიაშვილის საგოლე გადაცემა – აპოელმა ქულა გადაარჩინა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩი გაიმართა. აპოელმა, რომლის ღირსებასაც 3 ქართველი ფეხბურთელი იცავს არისს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 96-ე წუთზე როცა ანგარიში 0:1 იყო, აპოელმა ოქრიაშვილის საგოლე გადაცემით გაათანაბრა.

29 წლის ნახევარმცველი სათადარიგოზე გახლდათ და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, რაც შეეხება სხვა ლეგიონერებს, გიორგი ქვილითაიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ბუბა დაუშვილმა კი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
ოქრიაშვილი აპოელს სეზონის წინ ანორთოსისიდან შეუერთდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 12 მატჩი, 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

Leave a comment

Your email address will not be published.