ოქრიაშვილი გაგრაში დაბრუნდა

თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას გაგრაში გააგრძელებს, სწორედ იმ გუნდში, რომლის გაზრდილიცაა. ოქრიაშვილის ამბავი კლუბის ფეისბუქ გვერდმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.

როგორც გითხარით, ოქრიაშვილი გაგრას აღზრდილია, მის კარიერაში ასევე იყო დონეცკის შახტარი, სადაც ოფიციალური მატჩი არ უთამაშია, ილიჩევიჩი, ჩერნომორეცი, გენკი, ეშკიშეჰირსპორი, კრასნოდარი, ანორთოსისი და ბოლოს აპოელი. ოქრიაშვილის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში 50 მატჩი და 13 გოლია.

რაც შეეხება გაგრას, გუნდი შარშან საქართველოს ჩემპიონატში 36 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა და გადათამაშების საშუალებით უძლიერესთა რიგებში ადგილი შეინარჩუნა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *