ოქრიაშვილმა კვიპროსში გაიტანა

კვიპროსის ჩემპიონატში მე-15 ტურის მატჩი გაიმართა, სადაც აპოელი პაეკს შეხვდა და 3:1 დაამარცხა. 1 გოლი თორნიკე ოქრიაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც 21-ე წუთზე პენალტი შეაგდო და ანგარიში 2:1 გახადა. ოქრიაშვილმა ამ სეზონში უკვე 16 შეხვედრა ჩაატარა და 2 ბურთი შეაგდო.

ოქრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ იგი გიორგი ქვილითაიამ შეცვალა. რაც შეეხება ბუბა დაუშვილს, მანაც სრული მეორე ნახევარი ითამაშა.

აპოელი კვიპროსის ჩემპიონატში 33 ქულით მე-4 ადგილზეა და შემდეგ ტურში აეკ ლარნაკას შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *