ორი პოლონური ამბავი… პირველი ისაა, რომ დიდი შანსია,პოლონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ფაბიო კანავარო დაინიშნოს. ოქროს ბურთის მფლობელი იტალიელი ჩინეთში საკმაო ხანს მუშაობდა, მარტო 4 წელი გუანჯოუს წვრთნიდა და რამდენიმე შეხვედრაში ჩინეთის ნაკრებსაც უხელმძღვანელა.
კანავარო შარშან წავიდა ჩინეთიდან და ამჟამად თავისუფალია.
პოლონეთის ნაკრები უმწვრთნელოდაა, რადგან პორტუგალიელი პაულო სოუზა ფლამენგოში წავიდა… პოლონეთს მარტში მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ნახევარფინალური ფლეი-ოფი ელის რუსეთთან (სტუმრად) და თუ გავიდა, მერე შვედეთ-ჩეხეთს შორის მოგებულს შეხვდება გადამწყვეტ მატჩში.
და მეორე პოლონური ამბავი? რობერტ ლევანდოვსკი დაასახელეს წლის სპორტსმენად. ლევანდოვსკის ეს პატივი მესამედ ერგო: 2015, 2020, 2021.