“ოქროს ბურთის შედეგები ერთი კვირით ადრე გავიგე და…”

 

მიუნხენის ბაიერნის ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა. როგორც პოლონელმა აღნიშნა, შედეგები მან 1 კვირით ადრე იცოდა

“შედეგები ერთი კვირით ადრე გავიგე და მოვიწყინე. ცუდად ვიყავი. დამშვიდება ვცადე, მაგრამ ეს ყველაფერი თამაშამდე ერთი დღით ადრე გავიგე და მოედანზე გასვლა ადვილი არ ყოფილა.

ვაფასებ და ვამაყობ რასაც მივაღწიე, მაგრამ მოწყენილი ვიყავი. ეს ერთ ან ორ დღეს არ გაგრძელებულა, უფრო მეტ ხანს იყო. კვირის შუაში თამაშმა რომ არ მოგვიწია, ეს ჩემთვის კარგი იყო. უკმაყოფილო ვარ და ამის გავლას რაღაც დრო დასჭირდება,” – თქვა ლევიმ.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *