ლეო მესიმ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებსაც ოქროს ბურთს გადასცემდა. უფრო სწორად, ოთხი ფეხბურთელი გამოარჩია…
„ვინ იმსახურებს? ჩემს გუნდში ასეთი ორია: ნეიმარი და კილიან მბაპე. შემდეგ რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც ბრწყინვალე წელიწადი ჰქონდა. და ქარიმ ბენზემა. ის შესანიშნავი გახლდათ.
…რთული ასარჩევია, რადგან ოქროს ბურთის მოსაგებად ინდივიდუალურად ბევრი რამ უნდა გააკეთო. ბოლო წლებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რას მიაღწიე გუნდთან ერთად“ – უთხრა France Football-ს ოქროს ბურთის 6-გზის მფლობელმა.