ოქროს ბურთი: ვინ დასახელდა საქართველოდან საუკეთესოდ?

მოგეხსენებათ, FRANCE FOOTBALL-ი ოქროს ბურთს იმ ფეხბურთელს გადასცემს, რომელსაც საუკეთესოდ მედია დაასახელებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამოკითხვაში მონაწილეობა მედიის 170-მა წარმომადგენელმა მიიღო.

გერმანიიდან წარმოდგენილი კიკერი იყო; ესპანეთიდან – AS; ინგლისიდან – The Times; იტალიიდან – Sky Sport და La Repubblica (ერთად); საფრანგეთიდან, რა გასაკვირია – France Football; საქართველოდან კი “სარბიელი”, ხმა კი გაზეთის დამფუძნებელმა – ზურაბ ფოცხვერიამ მისცა.

ფეხბურთელებს შორის მისი ხუთეული ასეთია:

1) რობერტ ლევანდოვსკი
2) ქარიმ ბენზემა
3) კრიშტიანუ რონალდუ
4) ლეო მესი
5) ჟორჟინიო

რაც შეეხებათ მეკარეებს:

1) ჯიჯიო დონარუმა
2) კასპერ შმეიხელი
3) მანუელ ნოიერი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *