„უიმბლდონზე“ წარმატებულ სვლას აგრძელებს ოქსანა კალაშნიკოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა რუს ვარვარა გრაჩევასთან ერთად ტურნირის წყვილთა თანრიგის მეორე რაუნდში 6:3 6:1 სძლია დიას/როდიონოვას ტანდემს და 1/8 ფინალში გააღწია.
შეხვედრის სტარტი ნერვული გამოვიდა – კალაშნიკოვამ და გრაჩევამ საწყის გეიმში 2 ბრეიკპოინტი მოიგერიეს საკთარ ჩაწოდებაზე და გაჭირვებით მოიგეს გეიმი 1:0.
მესამე გეიმში ქართულ-რუსული ტანდემი დაბრეიკდა, თუმცა მომდევნო გეიმში დროულად შეასრულა უკუბრეიკი და ანგარიში 2:2 გახადა.
კალაშნიკოვამ და გრაჩევამ ნელ-ნელა „დაალაგეს“ სიტუაცია საკუთარ ჩაწოდებაზე და სეტის მიწურულს შესრულებული ბრეიკით პირველი პარტია გამარჯვებით დაასრულეს 6:3.
მეორე სეტში ბრძოლა თითქმის აღარ ყოფილა – დიას/როდიონოვას დუეტი ფსიქოლოგიურად გატყდა და 26 წუთის განმავლობაში ოთხჯერ დათმო გეიმი საკუთარ ჩაწოდებაზე.
ოქსანამ და ვარვარამ მეორე პარტიაში ერთადერთი გეიმი წააგეს და საბოლოო ჯამში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს 6:3 6:1.
შეხვედრა 59 წუთს გაგრძელდა – ამ დროის განმავლობაში ქართულ-რუსულმა ტანდემმა 2 ეისი ჩააწოდა და 1 ორმაგი დაუშვა, დიას/როდიონოვას კი 6 ორმაგი შეცდომის წილ არცერთი ეისი არ ქონია.
კალაშნიკოვა/გრაჩევას დუეტმა 9 ბრეიკპოინტიდან 6-ის რეალიზება შეძლო, ხოლო გეიმი საკუთარ ჩაწოდებაზე 2-ჯერ დაკარგა.
ტურნირის 1/8 ფინალში ოქსანას და ვარვარას წყვილი ბუზკოვა/ჰრადეცკა(16) – ბლინკოვა/ფრიდსამის შეხვედრაში გამარჯვებულს დაუპირისპირდენა.