ოქსფორდის უნივერსიტეტის მათემატიკოსმა ტომ კროუფორდმა სხვა და სხვა ეპოქის გამორჩეული ფეხბურთელების სტატისტიკური მაჩვენებლები შეადარა და ისტორიაში საუკეთესო ათეული შეადგინა. ოქსფორდის მათემატიკოსმა ისტორიაში საუკეთესოდ ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა, მეორეზე ლეო მესი გავიდა, მესამე ადგილზე კი პელე.
კროუფორდმა მხედველობაში საკლუბო და სანაკრებო გოლები, ტიტულები, ოქროს ბურთის კენჭისყრაში მიღებული ქულები, ინდივიდუალური მაჩვენებლები და სტატისტიკურად გამორჩეული სეზონები გაითვალისწინა და ასე შეადგინა შემდეგი ათეული.
- კრიშტიანუ რონალდუ
- ლეო მესი
- პელე
- ფერენც პუშკაში
- რონალდო
- მარკო ვან ბასტენი
- ალფრედო დი სტეფანო
- მიშელ პლატინი
- დიეგო მარადონა
- იოჰან კრუიფი