“ოცნების გუნდმა” ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა და ოქროს მედლები მოიგო

ტოკიოს ოლიმპიადაზე, საკალათბურთო ტურნირის ფინალურ მატჩში ა.შ.შ-ს საკალათბურთო ნაკრებმა 87:82 დაამარცხა საფრანგეთის ნაკრები და ზედიზედ მეოთხედ მოიგო ოლიმპიადა (2008, 2012, 2016, 2020) .

შეხვედრის სტარტი ფრანგებს უკეთესი გამოუვიდათ და 10:4 დაწინაურდნენ, თუმცა ამერიკის ნაკრებმა მალევე ამოქაჩა ჩამორჩენა, ჯერ ანგარიში გაათანაბრა ხოლო შემდეგ კი წინ გავიდა.

„დრიმ თიმის“ რიგებში ბრწყინვალედ ასპარეზობდა კევინ დურანტი, რომელიც როგორც ახლო, ასევე შორი დისტანციებიდან ბომბავდა მეტოქის კალათს. ამერიკამ პირველი მეოთხედი 22:18 მოიგო, მეორე პერიოდის სტარტზე კი „ოცნების გუნდის“ ჰანდიკაპი უკვე +13-ს შეადგენდა 39:26.

null

ფრანგები დროულად გამოფხიზლდნენ, სამწამიანი ზონიდან ზედიზედ რამდენიმე ბურთი ჩააგდო რუდი გობერმა, შორი დისტანციებიდან ზუსტად გაისროლეს ფურნიემ და დე კოლო, შესაბამისად ევროპელებმა პირველი ტაიმი მხოლოდ 39:44 წააგეს.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში ამერიკელები ისევ გაექცნენ მეტოქეს, ამჯერად ჯეისონ ტეიტუმის კარგი თამაშის ფონზე 56:44.

null

მესამე მეოთხედის უკანასკნელ წუთებზე ზაკ ლავინმა მარჯვენა კუთხიდან ჩაააგდო სამქულიანი და ამერიკელთა უპირატესობამ +14 შეადგინა, თუმცა ფრანგებმა „ქამბექით“ უპასუხეს – ჯერ ლუვავუ კაბარომ ჩასვა პერიმეტრიდან ბურთი კალათში, შემდეგ შეტევაში უკვე თავი ნიკოლ ბატუმმა გამოიჩნა 63:71.

მეოთხე მეოთხედის სტარტზე ფრანგები მეტოქეს 3 ქულამდე მიუახლოვდნენ და თითქოს შეხვედრაში ინტრიგაც გაცოცხლდა 70:73, თუმცა გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილმა ამერიკის ნაკრებმა ისევ „აიწყვიტა“ – 6:0 გაქცევა მოაწყო და  კომფორტული სხვაობით გავიდა წინ 79:70.

null

„დრიმ თიმი“ გაცილებით უკეთეს დაცვას თამაშობდა მთელი შეხვედრის განმავლობაში – ამერიკელებს 9 ჩაჭრა ქონდათ, ფრანგებს მხოლოდ 1.
დიდი იყო სხვაობა სისწრაფეებშიც – „ოცნების გუნდი“ გაცილებით სწრაფად გადადიოდა შეტევიდან დაცვაში ვიდრე მისი მეტოქე.

ა.შ.შ-ს საკალათბურთო ნაკრებმა მეოთხე მეოთხედის ბოლომდე წარმატებით შეინარჩუნა მოპოვებული უპირატესობა და სრულიად დამსახურებლუად მოიპოვა ჩემპიონობა 87:82.

ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახდა, რომელმაც ფრანგებს 29 ქულა ჩაუგდო, ქონდა ასევე 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა. 19 ქულა დააგროვა ჯეისონ ტეიტუმმა, 11 ჯრუ ჰოლიდეიმ.

“დურანტულამ” კარიერაში მესამედ მოიგო ოლიმპიადა.

null

ფრანგთა შემადგენლობაში 16-16 ქულა ქონდათ ფურნიეს და გობერს, 13 იაბუსელეს, დეკოლოს 12.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთი ოლიმპიადაზე  1936 წლიდან დაუშვეს და ამერიკელებმა 20-დან 16-ჯერ შეძლეს პირველი ადგილის დაკავება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *