ოჯახის საკითხი გავითვალისწინეთ! რუბინი კვარაცხელიაზე…

 

ყაზანის რუბინმა ხვიჩა კვარაცხელიას საკითხზე განმარტება გააკეთა. როგორც იცით, კვარაცხელია ბათუმის დინამოში გადავიდა და ეს მოხდა ახალი კონტრაქტის მიხედვით: არავითარი იჯარით, კვარაცხელიამ რუბინთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

„თავიდან ხვიჩასთან კონტრაქტი შევაჩერეთ. მერე დამატებითი მოლაპარაკება შედგა, ფეხბურთელს ვესაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ხელშეკრულება გაგვეწყვიტა.

…გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ხვიჩას ოჯახი საქართველოში კრიტიკასა და აგრესიას შეეჯახა, რადგან ფეხბურთელი რუსეთში თამაშობდა. ასევე, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ კვარაცხელიას მომავლის ინტერესების გამო.

…კლუბი მომავალშიც გაითვალისწინებს მსოფლიოში მომხდარ მოვლენებს. მაშინ კი ვნახავთ, როგორ განვითარდება საქმე რუსეთში. კლუბი ხვიჩა კვარაცხელიასთან მუდმივ კავშირშია“. (Sports.ru)

სამი-ოთხი დღის წინ დავწერეთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, კვარაცხელიას ნაპოლისთან წინასწარი შეთანხმება აქვს და ზაფხულში იქ გააგრძელებს კარიერას. ჯერჯერობით კი ხვიჩა ბათუმის დინამოშია.

Leave a comment

Your email address will not be published.