ოჰ, ეს რონალდინიო…

რონალდინიოზე ახლახან ვწერდით. ლოთობს და ალიმენტებს არიხდის, ამიტომ შეიძლება ისევ ვირის აბანოში ამოყოს თავიო. შარშანაც ხომ იჯდა პარაგვაის ციხეში ყალბი საბუთებით საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით.

მოკლედ, რეციდივისტობამდე ცოტა უკლია. თუმცა მხიარილი კაცია და გულში დარდს არ გაივლებს. აი, ახლაც, რიო-დე-ჟანეიროს კოპაკაბანას პლაჟზე გამართულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ვისთან ერთად თუ იცით? არანაკლებ ლეგენდარულ რომარიოსთან, რომელიც უვე წლებია პოლიტიკაში წავიდა და ფეხბურთისთვის ვეღარ იცლის.

Ronaldinho and Romario took each other on at footvolley

რომარიო 55 წლისაა, რონალდინიო 41-ის. ორივე მსოფლიო ჩემპიონები არიან სხვადასხვა წლებში.

მათ დიდი პატივისცემა გამოხატეს ერთურთის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად მეტოქეები იყვნენ. ერთ მომენტში რომარიომ მუხლზე დაიჩოქა და მოწინააღმდეგეს ტაში დაუკრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რონალდინიომ თავისი საფირმო მოძრაიობა შეასრულა, მარცხნივ გაიხედა და მარჯვნივ გააგორა ბურთი…

Ex-PSV star Romario is now a senator in Brazil

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *