პაბლო კარენო-ბუსტას ტრიუმფი მონრეალის მასტერსზე

კანადის ქალაქ მონრეალში დასრულდა ATP-ის მორიგი მასტერსი. ფინალურ შეხვედრაში პაბლო კარენო-ბუსტამ 3:6 6:3 6:3 სძლია ჰუბერტ ჰურკაჩს და კარიერაში პირველად მოიგო 1000-იანთ კატეგორიის ტურნირი.

null

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მე-6 გეიმში ესპანელს მოულოდნელად ჩავარდნა დაეწყო – მშრალი ანგარიშით წააგო საკუთარი ჩაწოდება და მეტოქე ბრეიკიანი უპირატესობით გაუშვა წინ 2:4. ჰურკაჩმა იოლად შეინარჩუნა ეს უპირატესობა სეტის ბოლომდე და 6:3 იმარჯვა.

მეორე პარტიის საწყისი გეიმები უკვე ესპანელის დომინაციით წარიმართა – პაბლომ ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. პოლონელის არაერთი მცდელობის მიუხედავად კარენო ბუსტამ წარმატებით შეინარჩუნა ბრეიკიანი უპირატესობა და სეტებს შორის ანგარიშიც გაათანაბრა 1-1 (3:6 6:3).

მესამე, გადამწყვეტი პარტიის სტარტზე ესპანელმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის ჩაწოდება და ამით ფაქტიურად გადაწყვიტა შეხვედრის ბედი. მე-9 გეიმში ბუსტამ მესამედ დააბრეიკა მეტოქე და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა 3:6 6:3 6:3.

პაბლო კარენო ბუსტამ კარიერაშ პირველად მოიგო მასტერსის ტურნირი.

ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერაში მეშვიდე ტიტული მოიგო.

ჰუბერტ ჰურკაჩმა კარიერაშ პირველად წააგო ფინალური მატჩი (მანამდე 5-დან 5 ქონდა მოგებული).

კარენო-ბუსტამ კარიერაში მეთერთმეტედ მოუგო ტოპ 10-ის წარმომადგენელს (გააჩნია 41 მარცხი).

განახლებული რეიტინგით პაბლო მსოფლიოს მე-14 ჩოგანი იქნება.

null

Leave a comment

Your email address will not be published.