ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად იწერება კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის შესახებ. მის სახელს ხან პსჟ-ს, ხანაც მანჩესტერს უკავშირებენ. ამ თემაზე იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ისაუბრა.
“რონალდუ ახლა შვებულებაშია და ისვენებს. მას ჩვენთვის წასვლის შესახებ არაფერი უთქვამს. კრიშტიანუ ბიანკონერის 25 ივლისს დაუბრუნდება, იგი ჩვეულებრივად გააგრძელებს ვარჯიშს და ახალი სეზონისთვის მოემზადება.”-განაცხდა ნედვედმა.
რონალდუ იუვენტუსში 2018 წლის ზაფხულში რეალიდან 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ბიანკონერის მაისურით მან 131 მატჩი ჩაატარა, 101 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს 22 საგოლე გადაცემით დაეხმარა.