იუვენტუსის ვიცე პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ჩეხმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ არსად მიდის და მისი ეიმედებათ.
“კრიშტიანუ იუვენტუსის ფეხბურთელია, მას გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აქვს. მოხარულები ვართ, რომ იგი კვლავ ჩვენთანაა, რადგან რონალდუ უამრავი გოლის გარანტიაა.
იგი უაღრესად ღირებული ფეხბურთელია და ბუნებრივია, რომ რონალდუზე ფსონს ვდებთ.”-განაცხადა ნედვედმა.
რონალდუ იუვენტუსში 2018 წლის ზაფხულში რეალიდან 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. სერია ა-ს წინა გათამაშებაში პორტუგალიელმა 33 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა, რითიც იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.