პალმეირასი – ლიბერტადორესი ზედიზედ მეორედ (+video)

კოპა ლიბერტადორესი ზედიზედ მეორედ მოიგო პალმეირასმა. დიდი ბრაზილიური დაპირისპირება ფინალში და თან, სან-პაულოსა და რიო-დე-ჟანეიროს გუნდებს შორის… პალმეირასმა 2:1 აჯობა ფლამენგოს.

პალმეირასი – ფლამენგო 2:1

გოლები: 1:0 რაფაელ ვეიგა (5), 1:1 გაბრიელ ბარბოსა (71), 2:1 დეივერსონი (95)

პალმეირასმა ჯამში მესამედ მოიგო ლიბერტადორესი: 1999, 2020, 2021… ყველაზე ბევრჯერ კი არგენტინის ინდეპენდიენტეს აქვს – 7.

პალმეირასი ის კლუბია, რომელთანაც თავის დროზე საქართველოს ნაკრებს აქვს ნათამაშევი. ეს ბათუმში, 1994 წელს. ბრაზილიელებმა 1;0 მოიგეს… მაშინ არანაკლები გუნდი ჰყავდათ, 3 კაცი (ზინიო, მაზინიო, რინკონი) მუნდიალზე იყო წასული და ამიტომ არ ჰყავდათ ბათუმში, თუმცა მაინც ძლიერები იყვნენ: რობერტო კარლოსმაც ითამაშა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *