პამელა ანდერსონი და მსოფლიო ჩემპიონი – “2 წელზე მეტი დიდი ტყუილი იყო” (ფოტოები)

მილანის და ვალენსიას ყოფილი მცველი ადილ რამი ქალბატონებისადმი გულგრილი არ გახლავთ, ამ თემაზე არაერთხელ დაწერილა.

იგი 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხვდებოდა Playboy-ს ვარსკვლავს პამელა ანდერსონს, რომელსაც არცისე სასიამოვნოდ დაშორდა. ამ ურთიერთობის შესახებ ანდერსონმა თავის დროზე ინსტაგრამზე განაცხადა: “რამი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. მასთან გატარებული 2 წელზე მეტი დიდი ტყუილი იყო”.

ამ წყვილის ურთიერთობაზე ალექსანდრ კოკორინმაც ალექსანდრ ალიევთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც რამის მაშინ დაუმეგობრდა, როცა ფრანგი და რუსი ფეხბურთელი სოჭის ღირსებას იცავდნენ: “რამიმ ბევრი საინტერესო რამ გვითხრა პამელა ანდერსონთან ურთიერთობის შესახებ. მან გაამხილა, რომ ანდერსონი იყო საუკეთესო ქალი, ვინც ცხოვრებაში ჰყოლია.”

ადილ რამიმ კარიერა ლილში დაიწყო. ფრანგული გუნდის შემდეგ იყო ვალენსია, მილანი, მარსელი, სოჭი, ფენერბახჩე, ბოა ვიშტა და დღეს იგი ტროას ფეხბურთელია. 36 წლის მოთამაშე თანამემამულეებთან ერთად 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, თუმცა მუნდიალზე წუთიც არ უთამაშია.

Leave a comment

Your email address will not be published.