პაოკმა ნინუა ქართველთან გაანათხოვრა

პაოკმა ქართველი ნახევარმცველი ნიკა ნინუა ლა მიაში სეზონის ბოლომდე იჯარით გაანათხოვრა, გუნდში, რომლის ღირსებასაც ბაჩანა არაბული იცავს.

“22 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელიც პაოკში 2020 წელს გადავიდა. პაოკში მან 12 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბერძნულ გუნდს იგი ანორთოსისში ჰყავდა განათხოვრებული. ნინუა ასევე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო”-წერია ჩვენებურის შესახებ ლა მიას საიტზე.

ლა მია საბერძნეთის ჩემპიონატში 15 ქულით მე-13 ადგილზეა და უახლოეს მატჩს დღეს ოფისთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *