პაოლო ბანკერო – 2022 წლის NBA-ს დრაფტის პირველი არჩევანია

დღეს გამთენიისას, ბრუკლინის “BARCLAYS CENTER”-ში NBA-ს რიგით 76-ე დრაფტის ცერემონიალი შედგა. ლიგის გუნდებმა ახალწვეულები დაიმატეს.

წინა წლებისგან განსხვავებით, 2022 წლის დრაფტზე 60 კალათბურთელის ნაცვლად 58 აირჩიეს, რადგან “მილუოკი” და “მაიამი” დასჯილები იყვნენ ტემპერინგის წესების დარღვევის გამო (ჩამოერთვათ მეორე რაუნდის პიკები).

წლევანდელი დრაფტის პირველი არჩევანის უფლება “ორლანდოს” ქონდა – “მეჯიქმა” დუკის უნივერსიტეტის ფორვარდი პაოლო ბანკერო აირჩია, მეორე ნომრად “ოკლაჰომამ” ჩეტ ჰოლმგრენი აიყვანა (გონზაგას ცენტრი), მესამე პიკად “ჰიუსტონმა” ობრენის უნივერსიტეტის 19 წლის ფორვარდი ჯაბარი სმიტი აირჩია.

null

2022 წლის დრაფტის ტოპ 10 არჩევანი

1. ორლანდო – პაოლო ბანკერო (დუკის ფორვარდი, 19 წლის, 208 სმ)

2. ოკლაჰომა – ჩეტ ჰოლმგრენი (გონზაგას ცენტრი, 20 წლის, 213 სმ)

3. ჰიუსტონი – ჯაბარი სმიტი (ობრენის ფორვარდი, 19 წლის, 208 სმ)

4. საკრამენტო – კიგან მიურეი (აიოვას ფორვარდი, 21 წლის, 203 სმ)

5. დეტროიტი – ჯეიდენ აივი (პერდიუს უკანახაზელი, 20 წლის, 193 სმ)

6. ინდიანა – ბენედიქტ მატურინი (არიზონას უკანახაზელი, 20 წლის, 198 სმ)

7. პორტლენდი – შეიდონ სარპი (კენტუკის უკანახაზელი, 19 წლის, 193 სმ)

8. ნიუ ორლეანი – დაისონ დენიელსი (G ლიგა, 19 წლის, 203 სმ)

9. სან-ანტონიო – ჯერემი სოჰანი (ბეილორი, 19 წლის, 206 სმ)

10. ვაშინგტონი – ჯონ დევისი (გამთამაშებელი,

Leave a comment

Your email address will not be published.