პაოლო მალდინი: მილანზე ნათქვამის მხოლოდ 10 პროცენტია სიმართლე

ბოლო პერიოდში მილანზე რამდენიმე სატრანსფერო ჭორი გავრცელდა. ამ თემაზე გუნდის ტექნიკურმა დირექტორმა და ამავდროულად ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ ისაუბრა.

“ბოლო პერიოდში მილანზე ბევრი რამ დაიწერა. როსონერის შესახებ ბოლო ცნობებიდან მხოლოდ 10 პროცენტია სიმართლე. რაც შეეხება კიაერს, ის ტრავმირებულია და ნამდვილად ვფიქრობთ მის შეცვლაზე. ჯერ არ ვიცით უკვე მზა ჩამოყალიბებულ ფეხბურთელს ავიყვანთ თუ პერსპექტივაზე გათვლილ მოთამაშეს. 

მალე აფრიკის თასი დაიწყება და 3 ფეხბურთელი დაგვტოვებს. ეს რა თქმა უნდა ხელს შეგვიშლის. წინასწარ ძნელია იმის თქმა რამდენად კონკურენტუნარიანები ვიქნებით.”-ციტირებს მალდინის სიტყვებს Sky Italia.

მილანი სერია ა-ში 39 ქულით ცხრილის სათავეშია და მეორე ადგილოსან ინტერს 2 ქულით უსწრებს. როსონერი ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში 4 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა და ევროტურნირებს დაემშვიდობა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *