პაპა ბუბა დიოპი… რატომ შეცვალეს გახსნის მატჩი?

ფიფამ განმარტა, თუ რატომ შეცვალა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი: წესით ყატარი-ეკვადორი უნდა ყოფილიყო, ასე ჩანდა წილისყრით, მაგრამ შეიცვალა… მუნდიალს გახსნის ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრა: ნიდერლანდები-სენეგალი.

საქმე ისაა, რომ გახსნის თამაში 14:00 საათზეა (საქართველოს დროით), ხოლო იმ დროს ეკვადორში გამთენიის 5 საათი იქნებოდა… ბუნებრივია, ბევრ ეკვადორელს გაუჭირდებოდა იმ დროს თამაშის ნახვა, ეს კი სამხრეთამერიკულ (და ჩრდილოამერიკლსაც) ტელეაუდიტორიას მოაკლებდა.

ეს კარგიცაა მაყურებლებისთვის: გახსნის თამაში უკეთესი უნდა იყოს… ნიდერლანდები გრანდია, სენეგალი კი აფრიკული მასშტაბით ტოპ-ნაკრებია და ჰყავს სადიო მანე.

ვირჯილ ვან დეიკი და სადიო მანე: ლივერპულის ვარსკვლავები. ისინი საუთჰემპტოონშიც ერთად იყვნენ.

სენეგალმა ერთხელ ითამაშა გახსნის მატჩში და საოცრება მოახდინა. ეს 2002 წელს. 1:0 მოუგეს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონებს. სენეგალის ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი ბრუნო მეციუ და გოლის ავტორი პაპა ბუბა დიოპი გარდაცვლილები არიან…

Leave a comment

Your email address will not be published.