პაპუნაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

გიორგი პაპუნაშვილი კარიერას ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბის ფეისბუქ გვერდმა დაადასტურა. 26 წლის ნახევარმცველი გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.

პაპუნაშვილმა კარიერა დინამო თბილისში დაიწყო. შემდეგ იყო ბრემენის ვერდერის მესამე გუნდი, სარაგოსა და ბოლოს კვიპროსული აპოლონი. პაპუნაშვილს აპოლონში საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა. 1 წლის განმავლობაში მან კვიპროსულ გუნდში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა.

პაპუნაშვილს სხვა და სხვა დროს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ეროვნული გუნდის მაისურით მან 18 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ტორპედოს, ქუთაისელებმა რამდენიმე ფეხბურთელი უკვე დაიმატეს. პაპუნაშვილის გარდა ქუთათურთა ახალწვეულები გიორგი ქიმაძე, აკაკი შულაია, ირაკლი ბუღრიძე, ლაშა შერგელაშვილი და გიული მანჯგალაძე არიან.

Leave a comment

Your email address will not be published.