პარიზის ცენტრალზე მესამეზე, ტურში?

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ვაჟთა ნაკრებთან ერთად 26 მაისს საფრანგეთის ქალაქ ტურში ქალთა ნაკრებიც გაემგზავრება, რომელიც 28-29 მაისს ტრადიციულ ტურნიზე ითამაშებს.

რაგბი ევროპის ალაფისთვის მზადების პროცესში ჩვენმა ქალთა გუნდმა გოგონებმა პარიზის ცენტრალზე ითამაშეს, სადაც მესამე ადგილი დაიკავეს.

ჯაბა მალაღურაძე, მთავარი მწვრთნელი:
“გოგონებმა მოლოდინს გადააჭარბეს. ველოდი, რომ თამაშის ხარისხში მეტი წუნი გვექნებოდა. თუმცა, პირიქით მოხდა. მათ არც შემართება აკლდათ და ჩვენი სათამაშო სქემაც კარგად ახსოვდათ. დასახვეწი გვაქვს გარკვეული დეტალები, რაშიც მომავალი ტურნირი დაგვეხმარება. რაც მთავარია, გოგონებს გააზრებული აქვთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის მნიშვნელობა და მონდომებულები არიან.”

ტურში 7-ქალას უფრო მაღალი დონის ტურნირი ელის, რომელშიც 13 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან შვედეთის, ოკეანეთის და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ნაკრებები, ასევე ფრანგული კლუბები.

პარიზის ტურნირის შემდეგ 12-კაციან განაცხადში ორი ცვლილებაა, ანა ხაბულიანისა და მარიამ გოგუაძის ნაცვლად, ტურში თეონა ჩიტაიშვილი და მარიამ ბერანძე მიემგზავრებიან.
საქართველოს ნაკრები
სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), ლიკა პერტაია (დარჩელი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი), სალომე საღარაძე (ხობი), თამარი მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), ანი კაპანაძე (ოზურგეთი), მარიამ ბერანძე (ზუგდიდი), ლიკა ხუფენია (ზუგიდი).

Leave a comment

Your email address will not be published.