გუშინ ცნობილი გახდა, რომ 6 მარტს გასამართ ქვემსუბუქი წონის სატიტულო ორთაბრძოლას, მაქს ჰოლოვეი ტრავმის გამო გამოეთიშა. ბუნებრივია, ჩემპიონი მაშინვე არაერთმა კონტენდერმა გამოიწვია.
მართალია, ჩემპიონი ვოლკანოვსკის ბევრი ალტერნატივა ჰქონდა, იგი ყოფილმა ორმაგმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ და რეიტინგში მოწინავე კონტენდერებმაც გამოიწვიეს, თუმცა თავად ვოლკანოვსკიმ არჩევანი კორეელ ზომბზე შეაჩერა. სწორედ ამ გადწყვეტილებაზე მიუთითა ჭიკაძემ გამოწვევის დროს:
“ვოლკანოვსკიმ ყველაზე მარტივი გზებს ირჩევს – ზომბის და განსაკუთრებით როდრიგეზს. მომავალ შაბათს ჩემს საქმეს მივხედავ, და შემდეგ, პატარა კაცო, უკან სახლში დაგაბრუნებ, სინგაპურში თუ ირლანდიაში… საიდანაც ხარ.”
გიგა ასევე სიცილის სმაილებით გამოეხმაურა ვოლკანოვკის თვითს, სადაც იგი ზომბის იწყვევდა, რაზეც მოქმედმა ჩემპიონმა შემდეგნაირად უპასუხა: “დიდი პატივისცემა, მაგრამ შემდეგ კვირაში შენ მე-5 ნომერს ებრძვი. მალე შევხვდებით”
All respect bro but your fighting for rank #5 next week….See you soon!!👊
— Alex Volkanovski (@alexvolkanovski) January 8, 2022
გიგას გარდა ვოლკანოვსკი ყოფილმა ორი წონის ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ და წონის სხვა კონტენდერებმა – ბრაის მიჩელმა, ჯოშ ემიტმა და იაირ როდრიგეზმა გამოიწვიეს.