პატრიკ ვიეირამ ევერტონის გულშემატკივარს დაარტყა / ვიდეო

19 მაისს პრემიერ ლიგის 33-ე ტურის გადადებული მატჩი გაიმართა. ევერტონი პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა. პირველ ტაიმში გუნდი უშანსოდ, 0-2 მარცხდებოდა. ტაიმებს შორის შესვენებაზე ფრენკ ლამპარდმა გუნდი გადააწყო, საბოლოოდ კი მატჩი 3-2 დასრულდა ლივერპულელების გამარჯვებით, რითაც მათ პრემიერ ლიგაში დარჩენა გაინაღდეს.

საფინალო სასტვენის შემდეგ, გახარებული ფანები მოედანზე შეიჭრნენ და ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნავდნენ, გამარჯვებას. ერთ-ერთი ფანი პატრიკ ვიეირასთან მიიჭრა და მისი პროვოცირება სცადა, საპასუხოდ კი ფრანგისგან თავში წარმორტყმა და წიხლი მიიღო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *