მანჩესტერ იუნაიტედის და საფრანგეთის ნაკრების ყოფლმა მცველმა პატრის ევრამ, ლეო მესიზე ისაუბრა. ფრანგმა კრიშტიანუ რონალდუზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ხალხმა კამათი უნდა შეწყვიტოს იმის შესახებ, თუ ვინ არის საუკეთესო.
“მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მესი მარადონას ჩრდილში აღარ იქნება. არგენტინელები მარადონას არასდროს დაივიწყებენ, თუმცა ახლა მათთვის საუკეთესო მესია.
მესი თუ რონალდუ? ყველას თავისი აზრი აქვს და ვფიქრობ ხალხმა ამ თემაზე კამათი უნდა შეწყვიტოს. ვიღაც იტყვის, რომ მესია საუკეთესო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ვიღაც რონალდუს ამჯობინებს, რადგან ევროპის ჩემპიონი გახდა, თუმცა მუნდიალის მოგების შემდეგ, მესი ხალხისთვის ყველა დროის საუკეთესოთა შორის იქნება, რადგან მსოფლიო ჩემპიონობა საუკეთესო ტიტულია.” – ციტირებს Sportkeeda-ს მესის სიტყვებს.