პატრის ევრა: ყველა გუნდში მინიმუმ 2 გეია

მანჩესტერ იუნაიტედის და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ ფეხბურთში გეების პრობლემებზე ისაუბრა. ფრანგმა თქვა, რომ ყველა გუნდში მინიმუმ 2 გეია და ამას არ აღიარებენ.

“როცა ინგლისში ვთამაშობდი, გუნდში მოიყვანეს ადამიანი, რომელიც ჰომოსექსუალებზე ისაუბრებდა. ზოგიერთმა ფეხბურთელმა თქვა, რომ მათ რელიგია გეისთან ერთად ყოფნას უკრძალავდა და ისინი გუნდიდან უნდა წასულიყვნენ. მე შევეპასუხე და ვუთხარი მოეკეტათ. რამდენიმე გეი ფეხბურთელმა პირისპირს საუბრისას მითხრა მისი ორიენტაციის შესახებ. ეს საჯაროდ ვერ გაბედეს.

დღეს ფეხბურთში ბევრი ჰომოსექსუალია. თითო გუნდში მინიმუმ 2 გეია, ისინი ამას არ აღიარებენ, რადგან არ უნდათ პრობლემები შეექმნათ.”-განაცხადა ევრამ La Parisen-თან საუბრისას.

რაც შეეხება ევრას ბრიტანულ კარიერას, ფრანგი 2006-14 წლებში მანჩესტერში თამაშობდა, 2018 წელს კი ვესტ ჰემის ღირსებას იცავდა.

Leave a comment

Your email address will not be published.