მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა პატრის ევრამ ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა. ფრანგმა მცველმა ნორვეგიელი თავდამსხმელის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.
“ჰოლანდი ნამდვილი მონსტრია, ის მკვლელია. მკვლელი კარის წინ, რომელიც იყენებს ფიზიკურ მონაცემებს, ინსტიქტს, მოძრაობს სწორად. მისი სიმაღლისა და სიძლიერის კვალობაზე, ჰოლანდი ძალიან გონიერი ფეხბურთელია.
ჰოლანდი ნამდვილი ფორვარდია. მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგა თავდამსხმელის გარეშე მოიგო, ჩემპიონთა ლიგის თასს კი ვერ დაეუფლა. პეპ გვარდიოლამ სიტი ჩელსისთან ლიგის ფინალში თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა, ახლა კი ეს პრობლემა მოგვარებულია.” – თქვა ევრამ The Manchester Evvening News-თან საუბრისას.
მანჩესტერ სიტიმ ჰოლანდი წელს ზაფხულში დორტმუნდიდან შეიძინა. ფეხბურთელმა ქალაქელთა მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.