პატრის, წამოდი ჩემთან

გეხსომებათ, რომ ფრანგი პატრის ევრა და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მანჩესტერში სამი წლის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ. მათ ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც კრიშტიანუმ მეგობარი ლანჩზე დაპატიჟა, ევრას იმედი გაუცრუვდა, თუმც იქბე ნახა რონალდუს საოცარი პროფესიონალიზმის მაგალითი. 40 წლის ევრა ღიმილით იგონებს:

Why You Shouldn't Go to Cristiano Ronaldo's House for Lunch, According to Patrice Evra

„მინდა ყველას ვურჩიო, თუკი კრიშტიანუ შინ გპატიჟებთ, უბრალოდ უარი უთხრათ. მახსოვს, ერთხელ, ვარჯიშის შემდეგ მოვიდა და მითხრა:

– პატრის, წამოდი ჩემთან.

ძალიან დაღლილი ვიყავი და დავთანხმდი. სუფრას რომ მივუსხედით, ვხედავ, მხოლოდ სალათი და ქათმის თეთრი ხორცი დევს, ყოველგვარი შეკმაზის გარეშე. სასმელებიდან — წყალი. არანაირი წვენი. ვჭამდით და მეგონა, რომ მალე ხორცის დიდი ნაჭრისგან დამზადებული კერძი შემოვიდოდა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ.

მერე ივარჯიშა და გული რომ იჯერა აუზში ცურვა შემომთავაზა. ამასაც დავთანხმდი. აუზს მოჰყვა ჯაკუზი და საუნა, შემდეგ კი არაქათი გამომეცალა. ბოლოს ვკითხე:

Patrice Evra makes Cristiano Ronaldo "scapegoat" claim amid Man Utd criticism - Mirror Online

– კრიშტიანუ, აქ რატომ მოვედით? ხვალ რამე თამაში გვაქვს და ვემზადებით თუ უბრალოდ ლანჩზე დამპატიჟე?

აი, ამიტომაც გაფრთხილებთ, თუ კრიშტიანუ რონალდუ შინ დაგპატიჟებთ, არ წაჰყვეთ…

ხუმრობის გარეშე კი იმას გეტყვით, რომ კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს ყველაფერს, რაც მუხლჩაუხრელი შრომით აქვს მოპოვებული“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *