პატ მილსის 42 ქულა და დამარცხებული სლოვენია

ტოკიოს ოლიმპიადაზე დასრულდა საკალათბურთო ტურნირი. მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ავსტრალიის და სლოვენიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა, ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით წინ გასვლას და რამდენჯერმე შეიცვალა ლიდერი.

null

პატ მილსის ზუსტი ტყორცნების ფონზე „ოზებმა“ საწყისი მეოთხედი მინიმალური უპირატესობით მოიგეს 20:19.
მეორე პერიოდში სლოვენიელები გამოფხიზლდნენ – შედეგიანად ათამაშდა დონჩიჩი/პრეპელიჩის უკანახაზელთა დუეტი, რომელთაც საკუთარი ქვეყანა ისევ წინ გაიყვანეს 35:34.

ავსტრალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ბრინ გურჯიანმა დროულად აიღო წუთშესვენება, რითაც მეტოქეს აღებული ტემპი დაუგდო და საკუთარი კალათბურთელები „გამოაცოცხლა“.
ტაიმ აუტის შემდეგ დაბრუნებული „ოზები“ 10:0 გაექცნენ მეტოქეს და პირველი ტაიმი თავის სასარგებლოდ დაასრულეს 53:45.

null

მატჩის მეორე ნახევრის მიმდინარეობისას სლოვენია მუდმივად ცდილობდა შეემცირებინა ჩამორჩენა და ერთ მომენტში ანგარიში მინუს სამამდე დაიყვანა, თუმცა ავსტრალიელებმა უცბად 7:0 გაქცევით უპასუხეს და შეხვედრაში ყველანაირი ინტრიგა მოკლეს – 107:93.

ავსტრალიის ნაკრებმა სრულიად დამსახურებულად მოიპოვა ბრინჯაოს მედლები, ლუკა დონჩიჩი და მისი სლოვენია კი მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ავსტრალიის ნაკრებმა გატეხა ნავსი და ოლიმპიადაზე, საკალათბურთო ტურნირზე მედალიო მოიგო. „ოზებს“ 1996, 2000, 2004, 2008 და 2012 წლის საკალათბურთო ოლიმპიადებზე წაგებული ქონდათ მესამე ადგილისთვის მატჩი, თუმა ეს დანავსული სერიაც დასრულდა

null

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ავსტრალიელი გამთამაშებელი პატ მილსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 42 ქულა, 9 პასი და 3 მოხსნა იყო, იგი უკვე ავსტრალიური კალათბურთის ლეგენდაა. 16 ქულა ჩააგდო ჯო ინგლესმა, 14 ჯოკ ლონდეილმა.

სლოვენიელთა რიგებში ტრადიციულად გაიბრწყინა ლუკა დონჩიჩმა, რომელსაც მცირედი დააკლდა  სამმაგი დუბლის შესასრულებლად 22 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი.
18 ქულა ქონდა პრეპელიჩს, 13 ქულა+8 მოხსნა+7 პასი მაიკ ტობის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *