პაულა ბადოსამ არინა საბალენკა გაანადგურა

მექსიკის ქალაქ გვადალახარაში სტარტი აიღო ქალთა შემაჯამებელმა ტურნირმა. პირველი ტურის მატჩში პაულა ბადოსამ 6:4 6:0 გაანადგურა არინა საბალენკა და A ჯგუფს ჩაუდგა სათავეში.

შეხვედრის სტარტი ბელარუს ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 6 ნათამაშები გეიმის შემდეგ ანგარიშშიც წინ იყო – 4:2.

24 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა დროულად შეცვალა სათამაშო ტაქტიკა და დაუჯერებელი “ქამბექი” დადო – ბადოსამ ზედიზედ 10 გეიმის მოგებით მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა 6:4 6:0.

მატჩის მიმდინარეობისას, ერთ ერთი ქულის წაგების შემდეგ საბალენკა შეტრიალდა საკუთარი მწვრთნელისკენ და დაუძახა: “ისევ ერთიდაიგივე ყ..ობას ვაკეთებ, რა ჯანდაბა მინდა ამ ტურნირზე საერთოდ.”

არინამ შეხვედრა 15 ვინერსით და 31 უნებლიე შეცდომით დაასრულა. ბელორუსმა ჩოგბურთელმა კარიერაში მეთერთმეტედ, ხოლო 2021 წელს უკვე მეექვსედ წააგო სეტი მშრალი ანგარიშით.

A ჯგუფის მეორე მატჩში ბერძენმა მარია საკარიმ სამაოდ იოლად, 6:2 6:4 სძლია პოლონელ იგა სვიონტეკს და წლის შემაჰჯამებელ ტურნირზე დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა.

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, მარია საკარი არინა საბალენკას დაუპირისპირდება, ხოლო პაულა ბადოსა იგა სვიონტეკს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *