ბევრს კარგად ახსოვს პედი პიმბლეტი, ბრიტანელი ახალგაზრდა, რომელმაც რუსეთის მიერ, საქართველოს ოკუპაცია გაამართლა. ამან ქართველ მებრძოლებთან, გურამ ქუთათელაძესთან და ილია თოფურიასთან სოც.ქსელში დაძაბულობაც გამოიწვია. პედი გურამის წონით დივიზიონშია, რის გამოც ქუთათელაძემ იგი არაერთხელ გამოიწვია თუმცა უშედეგოდ – საბოლოოდ პიმბლეტმა მისი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა.
პიმბლეტის დებიუტი UFC-ში გასულ ღამეს შედგა. იგი წამყვანი ევროპული ორგანიზაციის, Cage Warriors-ის ჩემპიონი იყო, ასე რომ მისი დებიუტის მიმართ მოლოდინი დიდი იყო. ბევრი მას ახალ კონორ მაკგრეგორადაც მოიაზრებდა, ვინაიდან პოპულარობასთან ერთად, პედს არც ამბიცია აკლია, არც ქარიზმა და არც საბრძოლო შესაძლებლობები.
მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის დასაწყისში რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიიღო და კინაღამ დანოკაუტდა კიდეც, მაინც მოახერხა რაუნდის მიწურულს სცენარის სათავისოდ შემოტრიალება და ლუიჯი ვენდრამინის დანოკაუტება.