პედი პიმბლეტმა წონაში საგრძნობლად მოიმატა

ინგლისელი პედი პიბმლეტის UFC-ს ხმაურიანი დებიუტიდან სულ რაღაც 25 დღე გავიდა, თუმცა მებრძოლმა ამ მოკლე დროში შესამჩნევი ტრანსფორმაცია განიცადა. პიმბლეტმა წონაში რამდენიმე ათეული კილოთი მოიმატა. იგი მსუბუქ წონაში ასპარეზობს, სადაც ზღვარი 70 კილოა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, პედი ამ მომენტში სავარაუდოდ 90 კგ-ზე მეტია.

ეს ამბავი ინტერნეტ სივრცეში განხილვის საგანი გახდა. გულშემატკივრების ნაწილი ამომავალ ვარსკვლავს აკრიტიკებს და ამას სპორტსმენის არაპროფესიონალიზმს აბრალებს, ნაწილი კი პიმბლეტს იმ არგუმენტით იცავს, რომ ისიც ადამიანია და აქვს უფლება ისიამოვნოს თავისი ცხოვრებით.

ამ ტრანსოფრმაციას პიმბლეტი საკუთარ ინსტაგრამზე ეხუმაურება, სადაც საკუთარ ფოტოს აქვეყნებს წარწერით: “ისე გამოვიყურები, თითქოს ერთი პედი პიმბლეტი შევჭამე”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *