პედრი მილიარდად

ბარსელონამ 18 წლის ნახევარმცველს პედრის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, პედრი ბარსაში 2026 წლის ივნისამდე ითამაშებს და მისი გამოსასყიდი თანხა მილიარდი ევრო იქნება. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

პედრი ბარსელონაში 2020 წლის ზაფხულში ლას პალმასიდან გადავიდა. იგი უმალ ბლაუგრანას ძირითადის წევრი და ფანების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე გახდა. 18 წლის ნახევარმცველმა ამ სეზონში 7 მატჩი ჩაატარა და გოლით ან საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.

რაც შეეხება ბარსას ბოლო დროინდელ ამბებს, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საწყის 2 ტურში ბაიერნთან და ბენფიკასთაან 0:3-0:3 წააგო. კუმანის შეგირდები ლა ლიგაში 12 ქულით მე-9 ადგილზე არიან და შემდეგ შეხვედრას ვალენსიასთან გამართავენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *