ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი პედრი პარიზში მიმდინარე დაჯილდოვებაზე, France Football-ის ვერსიით საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს.
18 წლის პედრი ლას პალმასის აღზრდილია და ბარსელონაში შარშან ზაფხულში გადავიდა. იგი უმალ გუნდის ლიდერად იქცა და ესპანეთის ნაკრებშიც მალევე მოიპოვა ადგილი. ახალგაზრდა ფეხბურთელი ამჟამად ტრავმირებულია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 4 მატჩია.