ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი პედრი 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. Golden Boy-სთვის ბრძოლაში მან ედუარდო კამავინგას, ბრაიან ხილს, ჯემალ მუსიელას, როდრიგოს, ბუკაიო საკას და ბევრ სხვა ვარსკვლავს აჯობა.
18 წლის პედრი ლას პალმასის აღზრდილია და ბარსელონაში შარშან ზაფხულში გადავიდა. იგი უმალ გუნდის ლიდერად იქცა და ესპანეთის ნაკრებშიც მალევე მოიპოვა ადგილი. ახალგაზრდა ფეხბურთელი ამჟამად ტრავმირებულია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 4 მატჩია.
შეგახსენებთ, რომ Golden Boy 2020-ის გამარჯვებული დორტმუნდის ბორუსიას თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი გახდა.