ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში კორეის ეროვნული გუნდი 4:1 დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ, სელესაოს ფეხბურთელებმა, მოედანზე პელეს დიდი პლაკატი გამოფინეს, გამარჯვება პლაკატით ხელში იზეიმეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ბრაზილიელებმა ეს მოგება პელეს მიუძღვნეს.
შეგახსენებთ, რომ პელე 29 ნოემბერს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრაზილიელი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაშია.
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ხორვატიის ეროვნულ გუნდს შეხვდება. აღნიშნული მატჩი 9 დეკემბერს გაიმართება.