81 წლის პელე ისევ ჰოსპიტალშია. მოგეხსენებათ, შარშან მას მსხვილ ნაწლავზე სიმსივნე მოკვეთეს და ახლა თვეში ერთხელ ქიმიოთერაპიის კურსს გადის. სტაციონარში ის 13 თებერვალს დააწვინეს და წესით, რამდენიმე დღეში შინ უნდა გაეშვათ, თუმცა საშარდე გზების ინფექცია დაუდასტურდა და გაწერის თარიღმა გადაიწია.
გარკვეული პროცედურების შემდეგ, ფეხბურთის მეფეს ჭამა და ძილი გასჭირვებია. ექიმები ამბობენ, მისი მდგომარეობა სტაბილურიაო.
მედიკოსების ცნობით, პაციენტ ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს სხეულის სამ ადგილზე, ნაწლავზე, ღვიძლზე და ფილტვში აქვს პატარა სიმსივნეები.