როგორც იცით, პელე შეუძლოდ იყო, მსხვილ ნაწლავზე სიმსივნე დაუდგინეს და ოპერაცია გაუკეთეს. „ფეხბურთის მეფემ“ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა – თავს კარგად ვგრძნობო…
„მეგობრებო, არ იფიქროთ, თითქოს თქვენს ათასობით წერილს არ ვკითხულობდი. ყველას დიდი მადლობა იმისთვის, რომ ცხოვრების ერთი წუთი დაუთმეთ ჩემთვის სითბოს გამოსახატად. პოზიტიური ენერგია გადმომეცით.
…ინტენსიური თერაპიის განყოფილება დავტოვე და ჩემს ოთახში ვარ. ყოველდღიურად უფრო უკეთ გავხდები. მალე ერთად ვიქნებით. ისეთ განწყობაზე ვიქნები, რომ 90 წუთსაც ვითამშებ და დამატებით დროსაც“.
პელე 23 ოქტომბერს 81 წლის გახდება.