ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს. პელეს სწორი ნაწლავის კიბო აქვს, მართალია კლინიკაში წინა მოთავსებამ გართულებების გარეშე ჩაიარა, თუმცა ექიმების რჩევით, პელე კვლავ მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
ეს წელს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის დაახლოებით 1 თვის წინაც მოათავსეს კლინიკაში და როგორც უკვე გითხარით, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.
მიუხედავად კლინიკაში გადაყვანისა, პელე მაინც მშვენიერ განწყობაზეა. მან ოჯახის წევრების გარემოცვაში ფოტო გადაიღო და სოციალური ქსელის საშუალებით ხალხს შობა მიულოცა. “მინდა გისურვოთ მშვიდობის, ერთიანობის და სიყვარულის წუთები. შობას გილოცავთ მეგობრებო”-დაწერა პელემ ტვიტერზე.