ლეგენდარული პელე ისევ ჰოსპიტალშია. თუმცა დღე-დღეზე გამოწერას დაჰპირდნენ. აშშ-ში მცხოვრები მისი ქალიშვილი კელი ინსტაგრამში წერს, რომ მამა მომჯობინდა, სულ უფრო ძლიერი ხდება და მალე შინ გაწერენ. ის სან პაულუს ალბერტ აინშტაინის სახელობის ჰოსპიტალში მკურნალობს.
პელეს 4 სექტემბერს ოპერაცია გაუკეთეს, მსხვილ ნაწლავზე სიმსივნე მოკვეთეს. რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიდიოდა და რამდენიმე დღით სახლშიც გაწერეს, მაგრამ თავი ისევ შეუძლოდ იგრძნო და ინტენსიური თერაპიის პალატაში დააბრუნეს.
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა უკვე წლებია ბარძაყის ტკივილის გამო ეტლით გადაადგილდება.