პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრაზილიელს მსხვილ ნაწლავზე კიბო ჰქონდა, ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ქიმიოთერაპია დაუნიშნეს და ბოლო პერიოდი შინ მკურნალობა. როიტერის ცნობით, გუშინ გვიან ღამით პელემ თავი ცუდად იგრძნო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სან პაულოს ალბერტ აინშტაინის სახელობის საავადმყოფოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ ბრაზილიელის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი გეგმავენ, რომ რამდენიმე დღეში ყველა საჭირო პროცედურა დაასრულონ და პელე გაწერონ.

აღსანიშნავია, რომ პელე ბოლო წლებში ხშირად საჭიროებს ექიმების დახმარებას. მას მცირე ხნის წინ დეპრესია ჰქონდა, გარდა ამისა გარკვეული პერიოდი დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა.

Leave a comment

Your email address will not be published.