პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ლეგენდარული ფეხბურთელი პელე კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ბრაზილიელმა დაწერა.

“მეგობრებო ახლაც მიწევს საავადმყოფოში დაწოლა. მე უკვე შევუკვეთე პალატისთვის კარგი ტელევიზორი და პოპკორნი, რათა Super Bowl-ს ვუყურო მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობარი ტომ ბრედი არ ითამაშებს. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.”-დაწერა პელემ ინსტაგრამზე.

81 წლის ლეგენდარულ ფეხბურთელს ნაწლავებზე კიბო აქვს და ხშირად უწევს საავადმყოფოში დაწოლა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *