ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ESPN Brazil-ის ცნობით, იგი სამედიცინო დაწესებულებაში მეუღლემ და მომვლელმა მიიყვანეს.
82 წლის პელე ბოლო პერიოდში ხშირად სტუმრობდა საავადმყოფოებს. 2021 წელს მსხვილ ნაწლავზე სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ, გარკვეული პერიოდი ინტენსიურ თერაპიას გადიოდა, ქიმიის კურსს იტარებსს.
ESPN-ის ინფორმაციით, პელეს გულის უკმარისობა დაუდგინეს. პელეს გამოკვლევები ჩაუტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შემდეგ უფრო დეტალურად იქნება ცნობილი.
პელეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ფეხბურთელის ქალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა: “მოგესალმებით მეგობრებო, მედიაში ბევრი ინფორმაცია დაიწერა მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ის საავადმყოფოშია და წამლებს იღებს. ჩემი ზოგიერთი ძმა ბრაზილიაშია, გპირდებით საახალწლოდ მეც იქ ვიქნები.” – დაწერა პელეს ქალიშვილმა ინსტაგრამზე.