პელეს წარდგენა არც სჭირდება, მსოფლიოში ადამიანი ძნელად თუ მოიძიება, ვისაც მის შესახებ არაფერი გაუგია. უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიღმა არც ის დარჩა და ტვიტერზე დაწერა:
“წლების გასვლის მიუხედავად, ჩემი ბავშვობის მერე, ბევრი არაფერი შეცვლილა. ტრაგედიები, რომელიც შეგვემთხვა, იმის მასწავლებელი უნდა ყოფილიყო, რომ მშვიდობიანი სამყარო აგვეშენებინა. უკრაინელ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებ. ღმერთს ვთხოვ, რომ მშვიდობამ, თავისუფლებამ და სიყვარულმა გაიმარჯვოს”