ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში, პორტუგალია საფრანგეთს დაუპირისპირდა, შეხვედრაში სამი პენალტი დაინიშნა და სამივეს რეალიზება მოხდა. ერთ-ერთი ასეთი პენალტის დროს, ქარიმ ბენზემას გამორბენამდე პეპემ მეკარეს კუთხე უკარნახა, გამოიცნო კიდეც, თუმცა პატრისიო სხვა მხარეს გადახტა, რაზეც პეპე ძალიან განაწყენდა და მეკარეს ჩხუბი დაუწყო.
პეპემ რუი პატრისიოს პენალტის კუთხე უკარნახა
