პეპეს 2 წლიანი დისკვალიფიკაცია? – პორტუგალიაში ჩხუბი იყო (ვიდეო)

პორტუგალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში პორტუმ სპორტინგს უმასპინძლა და მატჩი 2:2 დასრულდა. შეხვედრის ბოლოს მცირე გაუგებრობა იყო, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა სადაც მონაწილეობა მოედანზე მყოფმა ყველა ფეხბურთელმა მიიღო. საბოლოოდ მსაჯმა ორივე გუნდის 2-2 ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.

ყველაზე მკაცრად შესაძლოა პორტუს მცველი პეპე დაისაჯოს. მსაჯის ოქმში ნათქვამია, რომ ინციდენტისას პეპემ სპორტინგის სპორტულ დირექტორს ჩაარტყა. სასჯელი შესაძლოა 2 წლიანი იყოს. ყველაფერი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გაირკვევა.

პეპე პორტუში 2019 წელს ბეშიქთაშიდან გადავიდა და კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. 38 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა.

Leave a comment

Your email address will not be published.