პორტუგალიელი პეპეს კომენტარი მაროკოსთან მეოთხედფინალში წაგების (0:1) მერე: 39 წლის პეპემ თქვა, რომ ამ შეხვედრაში არგენტინელი მსაჯი არ უნდა დაენიშნათ…
„ფიფას არ უნდა დაეშვა მსგავსი რამ. გუშინ ლეო მესიმ მსაჯებზე დაიწუწუნა, დღეს კი რაც ვნახე, უკვე შეუძლიათ არგენტინას ტიტული გადასცენ“.
პეპემ ასევე განაცხადა, რომ პორტუგალია ერთადერთი ნაკრები იყო მუნდიალზე, რომელსაც ფეხბურთის თამაში სურდა.
„მეორე ტაიმში მომენტები გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. გვქონდა საკმარისი პოტენციალი, რომ მუნდიალი მოგვეგო, მაგრამ არ გამოგვივიდა“.
ისე, ბოლო წუთებზე მომენტი თავად პეპესაც ჰქონდა, მაგრამ თავით ააცილა.